იურიდიული დახმარების სამსახურში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო ახალი საარჩევნო რეფორმების, მათ შორის, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა.

„პრეზენტაციის დროს იურისტებმა ცესკოს წარმომადგენლებს დაუსვეს შეკითხვები, როგორც უშუალოდ რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო სფეროდან, ასევე, იმ კანონმდბლობიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევებთან.

შეხვედრის ბოლოს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩატარდა იმიტიებული არჩევნები, რომელშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება