მაია ბითაძე ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრო.

პარლამენტის ინფორმაციით, ახალ შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

,,მნიშვნელოვანია, რომ ოფისი აშენდა სწორედ სახელმწიფო ინვესტიციით და ის გარემო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რასაც ოფისი იძლევა, საწინდარია როგორც ახალი კადრების მოზიდვისთვის, ასევე სტაჟირების იმ ანაზღაურებადი პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, რომელიც ახლახან დაინერგა", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ბათუმის ახალ ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი მეთოდების დანერგვა. გაიზრდება მონიტორინგის სადგურების რიცხვი, შესაძლებელი იქნება კვლევების წარმოება უახლესი მეთოდებით, ევროკავშირის წყლისა და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების შესაბამისად. მნიშვნელოვნად გაიზრდება სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობები მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით როგორც საზღვაო სივრცეში, ასევე, შიდა წყალსატევებში.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ბათუმის ლაბორატორიაში, მხოლოდ მოკლე ქიმიური ანალიზი ტარდებოდა, ხოლო სინჯები სრული ანალიზისთვის იგზავნებოდა თბილისის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა