ბუნდესტაგის წევრი - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოსადმი ნდობის დაკარგვა მოხდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოსადმი ნდობის დაკარგვა მოხდა. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მოკლევადიანი გამოწვევა ძალიან არჩევნებზე დაკვირვება, თუმცა გადაწყვეტილება, რა გზით გაგრძელდეს სვლა, იქნება და არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება.

“ამჟამად გერმანიის ბუნდესტაგში უდიდეს ოპოზიციურ ჯგუფს, ქრისტიან-დემოკრატებს, წარმოვადგენ. აქამდე ანგელა მერკელის მთავრობაში ვმუშაობდი, საქართველოზე ფოკუსით.

ჩვენს პერიოდში ევროკავშირის ძალიან კონკრეტული და უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, და ეს იყო [საქართველოსთან] უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. და ამ გადაწყვეტილების მისაღებად ვიბრძოდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგ პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან მასობრივი მიგრაცია გვქონდა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის გერმანია-საქართველოს ურთიერთობები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანბანის მხრივ მეზობლები ვართ, არამედ ისტორიულადაც, მახსენდება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ავღანეთში მისიის დროს, როდესაც ქართველი ჯარისკაცები მაზარ-ი-შარიფში ჩვენი გენერალური საკონსულოს გადასარჩენად მოვიდნენ. ასე რომ, ჩვენ ბედნიერები და ამაყები ვიყავით იმ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის იყო ისტორიული გადაწყვეტილება, არამედ ევროპის სხვა ნაწილებისთვისაც. საქართველოს დედაქალაქში ამ კონფერენციაში ჩემი მისიაა ვნახო, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაგრძელება.

სამწუხაროდ, ამ პროცესში ნდობის დაკარგვა მოხდა იმ კანონპროექტის გამო [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი], რომელიც ვაგნერმა უკვე ახსენა. გვესმის რა დროს მოხდა ეს, იმ პოლიტიკური განვითარებების ფონზე, რომელიც შემდეგ თვეებში მოხდება, ასე რომ გვესმის, რომ საქართველო გამოვა ხმის მისაცემად არჩევნებზე. და ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორების მოკლევადიანი გამოწვევა ძალიან პროფესიონალური არჩევნებზე დაკვირვების ამოქმედებაა. თუმცა გადაწყვეტილება, თუ რა გზით გაგრძელდეს სვლა, იქნება და არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება”, - განაცხადა აბრაჰამმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება