ბუნდესტაგის დეპუტატი - ჩვენ ჯერ კიდევ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, გვინდა თანამშრომლობა მომავალში, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქმედებებს შედეგები მოჰყვება - ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ნათელია, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატმა და ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

“ერთი წლის წინ, როდესაც ეს [კანონპროექტი] გაწვეულ იქნა, მთავრობის დაპირება ნათელი იყო - ამ კანონპროექტს პარლამენტში აღარასდროს არ დავაბრუნებთ - ეს დაპირება არ შესრულდა.

გასული წლის ეს დაპირება ერთ-ერთი ფაქტორი იყო ევროკომისიისთვის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაეცა და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. ახლა ეს “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, როგორც გასულ წელს ერქვა, “უცხოური გავლენების” კანონპროექტი, როგორც ახლა ჰქვია, ძალიან დაჩქარებული პროცედურით იქნა მიღებული, ამას სხვა კანონპროექტებიც მოყვა.

ჩვენ სხვადასხვა პარტიების წევრები ვართ, გერმანიის მმართველი პარტიების და ოპოზიციური პარტიების, მაგრამ აქ ერთად ვართ, რათა ხაზი გავუსვათ, რომ ქართველი ხალხისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირში მოწვევა ჯერ კიდევ ღიაა, აქ იმისთვის ვართ, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, ვინაიდან, ეს არის ერთად მუშაობის ევროპული გზა, ერთად დისკუსიისა და ხალხისთვის საუკეთესო რამეზე შეთანხმების გზაა.

მაგრამ, გულწრფელად რომ ვისაუბროთ, მეორე მხრივ, თუ საქართველოს მთავრობა სხვა რამეს გადაწყვეტს, ევროკავშირმა ასევე უნდა მოახდინოს რეაგირება, და ნათელია გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე იქნა მიღებული, უნდა გადავიაზროთ ჩვენი დახმარება - საქართველოსთვის მიცემული ფული, უნდა გადავიაზროთ შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენ ჯერ კიდევ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, გვინდა თანამშრომლობა მომავალში, მაგრამ თქვენ ასევე უნდა დაინახოთ, რომ [საქართველოს] მთავრობის ქმედებებს შედეგები მოჰყვება თითოეული ადამიანისთვის”, - განაცხადა ჰაკერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა