ილია დარჩიაშვილი - დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში - მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი

მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დარჩიაშვილის თქმით, ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში მონაწილეობა დიდი პატივია.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი", - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის სახელით გაიმართა.

საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს