რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

ბათუმში, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად" დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის პირველ ნაწილზე, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე უძღვებოდა, სიტყვებით წარდგნენ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„კერძოდ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა, იოანე გორელაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი განათლებასა და კულტურაში"; მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ ისაუბრა თემაზე „რელიგიური განათლება, მიდგომები მრავალრელიგიურ და მრავალეთნიკურ საზოგადოებაში"; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორის, გურამ იმერლიშვილის მოხსენების თემა იყო „რელიგიური განათლების როლი გლობალური და ლოკალური გამოწვევების ფონზე"; სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსმა, კირაკოს დავთიანმა განიხილა „რელიგიური განათლების მნიშვნელობა მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ საზოგადოებაში"; საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი შეეხო თემას „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში და ბოლო წლებში წარმოჩენილი გამოწვევები"; საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარის, ახტიარი დიმიტრი ფირბარის მოხსენების თემა გახლდათ „განათლება და რელიგიური ტოლერანტობა"; თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა, ჩარლზ ჰობლიცმა ისაუბრა თემაზე „რელიგიური განათლება"; საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორის, გიორგი ჩიტაძის თემა, ასევე, გახლდათ „რელიგიური განათლება"; საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების პასტორმა, ანერი გიუნაშვილმა განიხილა „რელიგიური ტოლერანტობის თანამედროვე გამოწვევები"; საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წინამძღვარმა, ბორის ჭარაიამ ისაუბრა „რელიგიის როლზე რეგიონული მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში"; საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის, როლფ ბარაისის სიტყვა ეხებოდა „რელიგიასა და მშვიდობას"; ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის სამოციქულო ვიკარი გაბრიელ ბრაგანტინი შეეხო „კათოლიკობის დღევანდელ გამოწვევებს მთელ მსოფლიოში და საქართველოში".

კონფერენციის მეორე ნაწილის მოდერატორი, ამერიკული მხარის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" უფროსი თანამშრომელი, ვეიდ კუსაკი გახლდათ. გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის ქალთა ჩართულობის თანამშრომლის, ჰალინა კუსაკის მოხსენების თემა იყო „მორწმუნე ქალების გაძლიერება: ეფექტური ჩართულობის და ლიდერობის სტრატეგიები".

კონფერენციის უზბეკური პანელში მონაწილეობდნენ: რელიგიურ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი რასულ ხოჯაევი, ტაშკენტის „ტურა ბუვას" მეჩეთის უფროსი იმამი შოვკატ ხამდამოვი, მამა ოლეგ ვოროიცოვი; ყაზახურ პანელში კი - ბაირჯან ბაკიროვი, ყაზახეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს იმამი მარატ ბეკტაზინოვი, შიმკენტის აბდურაჰმანის მეჩეთის იმამი ნაზირხან ტაშხოჯაევი და ალმატის ალმაგულ პრესვიტერიანული ეკლესიის წარმომადგენელი, მამა არმან არენბაევი.

მეორე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" პრეზიდენტმა, ბობ რობერთსმა, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს მონაწილეთა საქმიანობას და აღნიშნეს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებული ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციული გახდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა