ვალერი ჩეჩელაშვილი - ყველა საუბრობს გაერთიანებაზე და ცოტა თუ ერთიანდება - იდეალური კონფიგურაცია იქნება თუ ოპოზიცია არჩევნებზე 3 ძლიერი ცენტრით წავა და თუ 70%-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ეს იქნება ოპოზიციის გარანტირებული გამარჯვება

წინააღმდეგობა თვალშისაცემია, ყველა ლაპარაკობს გაერთიანებაზე და ცოტა ვინმე თუ ერთიანდება, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, თუ ოპოზიცია არჩევნებზე 3-ზე მეტი პოლიტიკური ცენტრით გავა, გამარჯვება გაცილებით უფრო რთული იქნება.

„ვფიქრობ, იდეალური იქნებოდა ერთიანი ძალით, ერთიანი სიით დაპირისპირება „ოცნებასთან“, ეს არჩევნების შედეგების მანიპულირების საშუალებას სერიოზულად შეზღუდავდა. ეს ვერ შედგა და ახლა ვფიქრობ, რომ იდეალური კონფიგურაცია იქნება თუ, 3 ძლიერი ცენტრით წავა ოპოზიცია არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ თუ არჩევნებზე მივიდა 70%-ზე მეტი ამომრჩეველი, ეს იქნება ოპოზიციის პრაქტიკულად გარანტირებული გამარჯვება. ის ხმები, რომელიც იქნება გამოყენებული საარჩევნო პროცესში, იძლევა სრულ გარანტიას, რომ სამი ძლიერი ცენტრი შევიდეს პარლამენტში და გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც პრინციპში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობაა.

გაერთიანება ძალიან რთული კონსულტაციების და მოლაპარაკებების საკითხია. გარედან ჩვენ შეიძლება ძალიან გვინდოდეს და ვფიქრობდეთ, რომ რატომ არ თანხმდებიან, რა უშლით ხელს, მაგრამ იმდენი შიდა დინებებია, ალბათ, რთულია.

ჩვენი, როგორც რიგითი ამომრჩევლების, თხოვნაა პოლიტიკური პარტიების მიმართ, ხელი შეუწყონ პოლიტიკური პროცესების კონსოლიდაციას, სამი ძლიერი ცენტრის ჩამოყალიბებას, რათა ერთი მხრივ მიიზიდონ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი არჩევნებზე და მეორე მხრივ, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გასაგები პალიტრა. ჩვენი ამომრჩევლის ინტერესი დაფარული უნდა იყოს სამი ძალით, ვფიქრობ, რომ ოთხი და ხუთი ცენტრისთვის იქნება გაცილებით უფრო რთული. წინააღმდეგობა თვალშისაცემია, ყველა ლაპარაკობს გაერთიანებაზე და ცოტა ვინმე თუ ერთიანდება. იმ პარტიებს, რომლებიც ვერ გაერთიანდებიან რომელიმე დიდ ცენტრში, აქვთ ორი გამოსავალი: პირველი, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, გარანტირებულად ვერ გადალახონ ბარიერი, შესაბამისად, მისი ხმების უდიდესი ნაწილი ჩაეთვლება „ქართულ ოცნებას“ და მეორე, თუ ვერავისთან ვერ ერთიანდებიან, უბრალოდ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის