ილია დარჩიაშვილი - საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს პარტნიორებთან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრაფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, თანმიმდევრულად მუშაობს ამ მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტის მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, საიუბილეო, 75-ე სამიტი კარგი პლატფორმაა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისა და გამოწვევების განხილვისათვის.

"როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინას, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის სამიტის მთავარი თემა", - აღნიშნა დარჩიშვილმა.

ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელით გამართულ საიუბილეო მიღებას. გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ხელმღვანელობით გამართულ შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

"ეს არის ძალიან ინტერაქციული შეკრება, სადაც მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა გაცვალონ მოსაზრებები სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს ყოველთვის აქვს მზაობა, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პლატფორმა მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ცალსახა პოზიცია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სამიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთანაც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია