უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის ფარგლებში, ხელვაჩაურში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი წყალდიდობაზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კრიზისის რაიონის იზოლირება, წყალამრიდი კედლის მოწყობა, მდინარის მონიტორინგი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „პარტნიორი-2024“ ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, ეროვნული გვარდიის თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.

„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულები არიან პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია