თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამოღებულია, ასევე გაყინულია ევროკავშირში გაწევრიანებაც - ერთადერთი გამოსავალი არჩევნებში ერთიანობით გამარჯვებაა

ბიძინა ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამოღებულია, ასევე გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ერთადერთი გამოსავალი კი, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის - ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში! დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს არჩევანს სწორედ ერთიანობაზე გააკეთებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდებიან, რომელიც საქართველოში ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ჩამოვიდა.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის და სამოქალაქო საკითხებში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში აქ შექმნილი სიტუაციის გამო. აშშ ხედავს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე დღეს, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს „მეგობარ აქტს“, რომელიც როგორც იცით, ერთის მხრივ, სთავაზობს საქართველოს ისეთ სიკეთეებს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, დამატებითი დახმარება თავდაცვის მიმართულებით, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ასევე განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს ივანიშვილის გარემოცვაზე. აღნიშნული საკითხის განხილვა გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ის კონგრესში მოხდა, ხოლო დღეს ამ აქტზე კენჭისყრა იგეგმება.

ასევე, დღეს ვაშინგტონში არის ნატო-ს სამიტი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ვაშინგტონის სამიტი, რომლის მოსამზადებელ საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი სოფიაში, სადაც სამწუხაროდ, რეალურად აღარ არის საუბარი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე. ყოველთვის, ყველა კომუნიკეში, საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც იღებს ნატო-ს სამიტი, ტრადიციულად საუბარი იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ დღეს ივანიშვილი იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, რომელიც მიზნად ისახავს არა საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიც არამედ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, დღეს ვხედავთ, რომ ამოღებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ასევე ვიცით, რომ გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაზეც ღიად ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს არის „ერთიანობით არჩევნებში გაიმარჯვონ“.

„ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში, ერთიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ერთიანობით დავიბრუნოთ კეთილდღეობის, უსაფრთხოების და მშვიდობის შანსი, ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ერთიანობაზე, არა დანაწევრებაზე, საერთაშორისო ინტეგრაციაზე, არა იზოლაციაზე, კეთილდღეობაზე და არა სიდუხჭირეზე გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო