ალეკო ელისაშვილი - 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არათუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს,  აქეთ მედავებიან -  ჩემს წინააღმდეგაა სასამართლო და თითქოს, მე ჩავდიოდი საშინელებებს და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან

დიდხანს ამ პროცესზე ჯდომას და მურუსიძის რაღაც დუქანში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. მოვედი აქ, რომ მურუსიძის დუქნის ხალხს შევხედო თვალებში და ვუთხრა რასაც ვფიქრობ მათზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „აქციების და დარბევების შემდეგ, აბსოლუტურად უსამართლო, ძალიან სამარცხვინო და ძალადობრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ აქციებისა და დარბევების შემდეგ აბსოლუტურად უსამართლო, ძალიან სამარცხვინო და ძალადობრივ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო არის გაუქმებული, ავტორიტარული რეჟიმია. სამი თვე გავიდა, რაც პირდაპირ ეთერში, პოლიციელების სახეები რომ ჩანს კადრებში, 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არა თუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს, გვეუბნებიან, ვერ გავარკვიეთ ვინ არიან ის პოლიციელებიო. წარმოიდგინეთ რა სამარცხვინო ამბავია. ამის ნაცვლად, აქეთ მე მედავებიან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, ახლა პროცესი დამთავრებული უნდა იყოს და ის მოძალადე პოლიციელები ციხეში უნდა იყვნენ განმწესებულები. პირიქით, ჩემს წინააღმდეგაა სასამართლო და თითქოს, მე ჩავდიოდი საშინელებებს და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან. ის საქმე [ცემის] საერთოდ გაჩერებულია.

ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ დაკავების ოქმი კი აქვთ ასევე, არაკონსტიტუციური, ასევე საშინელი დარღვევით. კონსტიტუცია ნებისმიერ დეპუტატს იცავს. დაფხრიწეს ის კონსტიტუცია და გადაყარეს, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი. ალბათ, პროცესზე პოლიციელები იქნებიან. დიდხანს ამ პროცესზე ჯდომას და მურუსიძის რაღაც დუქანში მონაწილეობის მიღებას დიდად არ ვაპირებ. მოვედი აქ, რომ მურუსიძის დუქნის ხალხს შევხედო თვალებში და ვუთხრა რასაც ვფიქრობ მასზე”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის