ალეკო ელისაშვილი - ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი - აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა აბსურდულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ და მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, მაგრამ.. ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. არავის არაფერს არ ვერჩოდი, მოსამართლეც ვინაა არ ვიცი. აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი და ამაში დიდი ხნის მონაწილეობას არ ვაპირებდი”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის