საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა.

„დღეს საქართველოს იურისტთა დიდ არმიას 200-ზე მეტი ძლიერი, განათლებული ახალგაზრდა შეემატა, რომლებიც შევლენ ჩვენი ქვეყნის, მმართველობის, მეცნიერების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და ხელში აიღებენ სადავეებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლისას სტუდენტებმა შეიძინეს, გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში, გამოიყენონ სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში და ასახელონ ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. პროფესორმა თამარ წერეთელმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და მოპოვებული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენ ხართ ძალა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს არსებულს სირთულეებსა და გამოწვევებს, ჩვენმა ქვეყანამ თქვენთან ერთად უნდა დასძლიოს ყველა წინაღობა. საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენზე. თავისუფლება, რომელსაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში თქვენს ლექტორებთან ერთად შექმენით, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თქვენ მოგცათ შესაძლებლობა მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, თქვენ მონაწილეობდით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, ქმნიდით საინტერესო გარემოს, იმარჯვებდით და მიდიოდით წინ. ახლა დადგა დრო ეს ცოდნა და გამოცდილება „გარეთ გაიტანოთ“, სამშობლოს მოახმაროთ. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

ინფორმაციისთვის: 2016 წლის 25 მაისიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი იყო, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა დაარსებულიყო, რათა სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება მიეღოთ. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორის: კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცესს. ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს პროფესიონალ კადრებს; პრაქტიკული სამართლის კლინიკა სტუდენტებს ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ატარებენ; საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ მელქაძე, უნიკალურია თავისი ექსპონატებითა და ბიბლიოთეკით, მასში შეიძლება ნახოთ მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტები და ქვეყნების სიმბოლიკა. მათ შორის წარმოდგენილია ძველი ქართული სამართლებრივი ძეგლები, საქართველოს პირველი და მოქმედი რესპუბლიკის ამსახველი ექსპოზიცია და ა.შ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა