სალომე ზურაბიშვილი - დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა - ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს

დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა - ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რაც ხდება ნატო-ს სამიტზე და რა განცხადებებიც კეთდება, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.

„დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა. ხელისუფლებამ ეს გზა გაგვიყინა. ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას; ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე კი, მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატო-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო - 100 დღე. ეს დრო ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს