პრეზიდენტი - ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა - არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ!

ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება.

„100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია. ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს საზოგადოება არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა. არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ! გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი, ან ჯერ არ მოაწერეს ხელი და ეთანხმებიან. ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რომელიც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ბევრნი ვართ, ერთიანი, საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს