ხატია დეკანოიძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტია - რა თქმა უნდა, აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა

როგორც დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე უზრა ზეიამ განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად, ხოლო ადამიანების უფლებების დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება „მეგობარი აქტი“ და ასევე „ქართველი ხალხის აქტი“, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ.

„ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი - ასეთი შეფასება ჰქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. ეს არის სასიცოცხლო მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის, რადგან ჩევნ გველოდება არჩევნები, რომელზეც უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი, განსაკუთრებით ეს ეხება გეოპოლიტიკურ განზომილებას, საქართველოს მოქალაქეების ნებას.

უზრა ზეიას შეფასებით, ძალიან მძიმე ვითარებაა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რადგან, მისი თქმით, „რუსული კანონი“ არის ის მოცემულობა, როდესაც ქართველი ხალხის ნება არის უგულებელყოფილიყო, მათ შორის ევროინტეგრაციის და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში.

რა თქმა უნდა, აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩვენ განვიხილეთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა. თუ როგორ დავიცვათ ხმები, იყოს აღსრულებული საქართველოს მოქალაქეების ნება. იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს მოსახლეობის ნება არ იქნება დაფიქსირებული, თუ არ შეჩერდება ადამიანების უფლებების დარღვევები, იცით, რომ სენატში და კონგრესში ამოქმედდება „მეგობარი აქტი“ და ასევე „ქართველი ხალხის აქტი“, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ. აშშ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს - ეს გარანტიები მივიღეთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს