შალვა პაპუაშვილი - არაერთხელ მოვუწოდე დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია - ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ

ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არაერთხელ მოუწოდა მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია.

,,ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე).

ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ.

სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა