კახა კოჟორიძე - როცა ამბობ, რომ ევროპას უჭერ მხარს, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ, ადამიანი, რომელიც აზროვნებს, არ დაგიჯერებს - აუცილებელია, ამ პროპაგანდას დაუპირისპიროთ ჯანსაღი აზრი და მივიტანოთ მოსახლეობამდე

ჩვენ კი ვიცით, რომ ევროპულ არჩევანს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ უნდა ჩავთვალოთ მოცემულობად, რომელიც არ შეიძლება, ოდესმე შეიცვალოს - ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ დაფუძნების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ანტიევროპული პროპაგანდა ძალიან მყარად არის ფესვგადგმული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი და საჭიროა, ამ პროპაგანდას საღი აზრი დაუპირისპირდეს.

„ამ უაღრესად მნიშვნელოვან არჩევნებზე ჩვენ, ყველამ ერთად ერთმანეთს უნდა მივაწოდოთ ხმა, ავუხსნათ ადამიანებს ან აგვიხსნან ჩვენ, ყველამ ერთად გავიაზროთ ერთის მხრივ ის ისტორიული მომენტი, რაშიც ახლა ყველანი ვიმყოფებით და არჩევნები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და შემდეგ მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომლებიც ინტენსიურად არ არიან ჩართული პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ კი ვიცით, რომ ევროპულ არჩევანს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ უნდა ჩავთვალოთ მოცემულობად, რომელიც არ შეიძლება, ოდესმე შეიცვალოს. იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ რადგან ყველა კვლევით საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირის წევრობის მომხრეა, აუცილებლად აისახება ეს არჩევნებში. ასე არ იქნება. აუცილებელია, იმ პროპაგანდას დაუპირისპიროთ ჯანსაღი აზრი და მივიტანოთ მოსახლეობამდე არა რაღაცა შეგრძნებები, არამედ რაციონალური არგუმენტები - რატომ უნდა აირჩიოს რიგითმა ერთმა მოქალაქემ ის პარტიები, რომლებიც რეალურად უჭერენ მხარს ევროპას და არა მოჩვენებით. ასე სახელისუფლებო პარტიაც უჭერს ევროპას მხარს და მაგ კუთხით თუ გადავხედავთ, მინიმალური გამონაკლისის გარდა, ყველას ევროპული არჩევანი აკერია პირზე, მაგრამ ერთია საუბარი, მეორეა - საქმე. როცა ამბობ, რომ ევროპას უჭერ მხარს, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ, ადამიანი, რომელიც აზროვნებს, არ დაგიჯერებს. ამიტომ, ამ პროპაგანდას, რომელიც ძალიან მყარად არის ფესვგადგმული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი, სჭირდება ჯანსაღი, სწორი აზრის გაერთიანება, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ პრეზენტაციაზე. ერთობის დემონსტრირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არჩევნებამდე დარჩენილი ასი დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოოდ, სწორი პროცესით უნდა დასრულდეს” , - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში