ლაშა ბაქრაძე - ჭუჭყიანი არჩევნები იქნება და ოპოზიციამ დიდი განსხვავებით უნდა მოუგოს სახელისუფლებო ჯგუფს - წარმოუდგენლად დიდი საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, საფრთხის, რომელიც საქართველოს ამ საუკუნეში არ ჰქონია

ფული, რომელიც დასავლეთიდან მოდის საქართველოში, არ იქნება, ამ ფულს ვერაფერი შეცვლის, ვერც ჩინეთი შეცვლის, ვერც რუსეთი და მით უმეტეს ირანი - წარმოუდგენლად დიდი საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც საქართველოს ამ საუკუნეში არ ჰქონია, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველო ჩავარდება ტოტალურ უფსკრულში.

„უარესი გაჭირვება იქნება, ვიდრე 90-იან წლებში იყო. შუქისა და წყლის გათიშვა ჩვეულებრივი ამბავი იქნება. საქართველო 1990 წლიდან ცხოვრობს იმ ფულით, რომელიც დასავლეთიდან მოდის, თუ ეს ფული ქვეყანაში არ იქნება, ამ ფულს ვერაფერი შეცვლის, არც ჩინეთი შეცვლის, არც რუსეთი და მით უმეტეს ირანი. წარმოუდგენლად დიდი საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც საქართველოს ამ საუკუნეში არ ჰქონია, თუ ამას არ დავინახავთ, მაშინ არ გავაკეთებ სწორ არჩევანს არჩევნებზე“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები „წარმოუდგენლად ჭუჭყიანი“ არჩევნები იქნება.

ბაქრაძის მოსაზრებით, , „ქართული ოცნება“ არასდროს ყოფილა ისეთი არაპოპულარული, როგორც დღეს არის, ამიტომ მისი თქმით, ოპოზიციამ დიდი განსხვავებით უნდა მოუგოს სახელისუფლებო ჯგუფს.

„საქართველოში, ნამდვილი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები არასდროს გვქონია. ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, იქნება მძიმე, არამხოლოდ პროპაგანდით, არამედ იქნება ფიზიკური ანგარიშსწორებები. წარმოუდგენლად ჭუჭყიანი არჩევნები იქნება. ოპოზიციამ დიდი განსხვავებით უნდა მოუგოს სახელისუფლებო ჯგუფს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ყოფილა ისეთი არაპოპულარული, როგორც დღეს არის. როდესაც სახელმწიფოს სათავეში ხარ 12 წელი, დრო მოდის იმის, რომ უნდა წახვიდე.

მგონია, რომ ჩამოყალიბდება 3-4 ჯგუფი, რომელიც შეძლებს გადალახოს არა მხოლოდ 5-პროცენტიანი ბარიერი, არამედ 2 - ნიშნიან ციფრამდე მივიდნენ. შემდეგ იქნება კოალიციის შესახებ მოლაპარაკებები. ქართულ რეალობაში, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენ არ ვართ მიჩვეული კოალიციურ მთავრობას. მიჩვეული ვართ ერთპარტიულ მთავრობას, როდესაც 1 პარტია იმარჯვებს დიდი პროცენტით“,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს