ილია დარჩიაშვილი - ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა - გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია იმისთვის, რომ აქტიურად იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები.

„მე დღეს მქონდა ასევე შესაძლებლობა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ბასთან მქონოდა შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი, გულწრფელი და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და მე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აუცილებლად მოიტანს თავის კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ მოტივირებული ვართ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მხრივ, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის