ანა ბუჩუკური - გავრცელებული იყო „ფეიკი“, რომ შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი! – „ლელოს“ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ“

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ".

ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს.

"ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას პერსონალური კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამასწინათ იყო გავრცელებული რაღაც "ფეიკი", რომ ვიღაცა შალელაშვილი ქმნის რაღაც პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო. ტყუილია, ხალხო, ტყუილი! ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე კითხვა დასვათ?! ყოველ ჯერზე მე გიპასუხებთ, რომ ეს არის ტყუილი და ყალბი ინფორმაცია. "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" წითელ ხაზებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც შეეხება "ლელოს" - "ლელოსთან" დაკავშირებით, ასევე, იცით ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ". თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ, ძალიან გთხოვთ”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს