ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II-ის“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა.

ამასთან, ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის და ერთი საზაფხულო ბანაკის მოწყობა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და „ზავიტა კონსალტინგის“ კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოსახლეობის საშეშე რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისთვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია 551,500 ევროა, ხოლო 548,440 ევრო საგრანტო თანხა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის