შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არავინ დააყენებს - ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა

ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არავინ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე.

„მაშინ, როცა ნატო-ს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათი სწრაფი გამოყვანა. მაშინ საქართველომ შეასრულა გადამწყვეტი როლი და ამაზე დიდ მადლობასაც ვიღებდით. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებით თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესის სფეროა. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია. მაშინ, როცა 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი, 2013-2014 წლამდე, ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ გვჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა. ეს სამწუხარო ფაქტი იყო. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა, არ იცოდა საზოგადოებამ. ფაქტობრივად, საქართველო, ომგამოვლილი ქვეყანა იყო სანქციის ქვეშ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა.

რაც შეეხება ჯარისთვის განსაზღვრულ თუ ქვეყნისთვის განსაზღვრულ თანხას, გადაინაცვლებს NGO სექტორში. ეს აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. თუ მიიჩნიეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს სხვა მთავრობის ინტერესებს, გადაინაცვლა იქით, ვინც ატარებს მათ ინტერესს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ამ ინტერესს მიეცა კალაპოტი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია