შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით საარჩევნო აფერა მზადდება - ეს არის მოქალაქეების დაბნეულობის ტაქტიკა

იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ „ნაცებად“ იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ მისცეს ხმა - ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო აფერა მზადდება“.

„რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიის მზადება, რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით დალაგება, შინაარსობრივი თემების შეთანხმება. ყველა ხედავთ რაზეც არის საუბარი. საუბარია იმაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ დააბნიოს საზოგადოება ისე, რომ არჩევნებზე ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ მათ აძლევენ სინამდვილეში ხმას. ეს არის საარჩევნო აფერა, რომელიც ახლა მზადდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით. ეს პროექტია ზუსტად, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელიც კი გადაირქვა. მართალია, რიცხვ 5-ს ვერ შეელივნენ, მაინც კაბალისტური აზრები დევს მათში და ნუმეროლოგიისკენ შეიძლება მიდრეკილება აქვთ. იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ „ნაცებად“ იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ მისცეს ხმა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხედავს და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, თითქოს არსებობს რაღაც სხვა ძალები ან ალტერნატივები „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით. ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს. უნდა აირჩიონ ომი უნდათ თუ მშვიდობა. ვინც ხმას მისცემს „ნაცებს“, ის ომის მხარეს არის. წერტილი. ეს მათი გაცხადებული პოლიტიკაა. ესენი კიდევ ბედავენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, პირდაპირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოქმედმა ადამიანებმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება