შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI“ აქტის მიღებაზე - უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს

უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI“ აქტის მიღებას.

მისი შეფასებით, აქტზე მხარდამჭერთა რაოდენობა მის სისწორეს არ განსაზღვრავს.

„მხარდაჭერის რაოდენობა გადაწყვეტილების სისწორეს არ განსაზღვრავს. უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: უსამართლო არის თუ არა აშშ-ს კონგრესში მიღებული აქტი, პარლამენტის თავმჯდომარე მას დაეთანხმა და განაცხადა, რომ ის ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება.

„რა თქმა უნდა, ეს ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება და ამ მხრივ საქართველოს მიმართ უსამართლოა. იმედი მაქვს, რომ საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შეცდომები დაშვებული არ იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი მიზნად საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში