გიორგი ვაშაძე - სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, უნდა გავთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ - სირცხვილია, როცა გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს ვერ ართმევს ვერავის

ამ სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსგან ფრანგებიც, ევროპელებიც, გერმანელებიც ელოდებიან ერთიანობას, 26 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა უნდა დადგეს ერთად.

„გერმანია, აშშ, ევროკავშირი აჩერებს სრულად დახმარებას. ეს არის უდიდესი დარტყმა და სამწუხარო ფაქტი. არ მგონია, რომ საქართველოში ეს ვინმეს შეიძლება გაუხარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქედან გამოსავალი გვაქვს. ეს არის ერთიანობა და ერთსულოვნება 26 ოქტომბერს. ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ და ამ სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ. სირცხვილია, როცა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა დიპლომატიურ მიღებებს, მიდის საფრანგეთის მიღებაზე და იმდენად აქვს თავი მოჭრილი, მას მიმართვის, სიტყვის თქმის უფლებაც არ აქვს დარჩენილი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ნათელია. ნახეთ, ხომ გუშინდელი მიღება, მოვიდა და სწრაფად გაიპარა, იმიტომ, რომ იცოდა გარშემო არავინ იყო, ვინც ერთ პოზიტიურ სიტყვას ეტყოდა. ხელს ვერ ართმევს ვერავის. სირცხვილია ქვეყანას პრემიერ-მინისტრი რომ ჰყავს, რომელსაც ხელის ჩამორთმევის ეშინია; პრემიერ-მინისტრი, რომ ჰყავს, რომელიც სცენიდან საზოგადოებამ გააგდო, დიდი საფეხბურთო პოზიტიური დღის დროს. ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ და გზა არის ერთიანობა. ჩვენგან ფრანგებიც, ევროპელებიც, გერმანელებიც ელოდებიან ერთიანობას, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე