შალვა პაპუაშვილი - მქონდა მოლოდინი, ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა გამჭვირვალე იქნებოდა, ამის ნაცვლად, გვესმის რაღაც გაბრაზებული კომენტარები - ყველა დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ღირებულებებს

მქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ გამჭვირვალე იქნება მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა და ქართველ ხალხს ეტყვიან, თანხას ვის აძლევენ, რამდენს და რისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას აქვს ერთადერთი მოწოდება, რომ ყველა დაუბრუნდეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს, ამ ღირებულებებით იმოქმედონ, იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე.

„არ ვიცი, ემოციებში, რატომ გადასდის ზოგიერთ დიპლომატს, მაგრამ გვესმის ასეთი კომენტარები, რაც აბსოლუტურად, არ მგონია, იყოს სერიოზული აღქმა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება. ქართველებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ქართველი ხალხის სურვილია იცოდეს მეტი, რა ფული შემოდის, სად მიდის, რაში იხარჯება. ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ რაღაც გაღიზიანებულ რეაქციებს, რაც არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი რეაქცია. ამიტომ მე ერთადერთი მოწოდება მაქვს, ყველა დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს, ამ ღირებულებებით იმოქმედონ, იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი სურვილი და ინტერესი იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს