შალვა პაპუაშვილი - ჩვენ უკვე 16 წელია ნატო-ს ღია კარში ვდგავართ - როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს - ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა

როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-სთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო მრავალი წელია ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა უკვე 16 წელია ამ ღია კარში დგას.

„პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა - 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს ნატო-ში მიღება, გარკვეული შესაძლებლობა მისცეს რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა. ამიტომ, ალბათ, ნატო-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს. შეგიძლიათ პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება იხილოთ, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი შემდეგ რუსეთის აგრესიასთან, სულ რამდენიმე კვირაში. ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. როდის გახდება, როგორ გახდება და ა.შ. უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტია უკრაინა იბრძვის ევროპის დასაცავად და ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს უკვე 2 წელზე მეტია ფრონტი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარები შეაკავოს, ვნახეთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის