შალვა პაპუაშვილი - ცინიზმის პიკია, როცა სალომე ზურაბიშვილი, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით - ის რომ კონსტიტუციურ სტანდარტს ემორჩილებოდეს, თანამდებობიდან გადადგებოდა

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ სტანდარტს რომ ემორჩილებოდეს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ გაურიგდებოდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდნილიყო და თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო, არამედ მორალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას და გადადგებოდა თანამდებობიდან.“

„ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ჯერ მან პასუხი აგოს კონსტიტუციის იმ დარღვევისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ სტანდარტს რომ ემორჩილებოდეს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ გაურიგდებოდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდნილიყო და თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო, არამედ მორალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას და გადადგებოდა თანამდებობიდან, რადგან დადასტურებულია რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, რაც არის იმპიჩმენტის საფუძველი. ასე რომ, ეს საერთო ჯამში ცინიზმია, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც სავარაუდოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო სარჩელი განიხილებოდა.

როგორც მედიასთან პოლიტიკოსმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, განსხვავებით სამოქალაქო სექტორისგან, კონსტიტუციაში არსებული სპეციალური ჩანაწერის, 78-ე მუხლის გასაჩივრების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.

„ამ სარჩელის მომზადების პროცესში ჩართულია ბევრი ადამიანი, არასამთავრობო სექტორი.

პრეზიდენტს აქვს მხოლოდ უფლება, განსხვავებით სამოქალაქო სექტორისგან, 78-ე მუხლი, რომელიც არის სპეციალური ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ მუხლით გასაჩივრდეს", - აღნიშნა მედიასთან ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას