„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას იწყებს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მოთხოვნით, დღეიდან უვადო გაფიცვას იწყებს.

როგორც გაფიცვის მონაწილე აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანიის შიდა მენეჯმენტის მხრიდან აქციებთან და აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხმაურება არ ყოფილა.

მისივე განცხადებით, უწყვეტი გაფიცვა პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

„ახლა ვიმყოფებით „ევოლუშენ ჯორჯიას“ შენობასთან. გაფიცვა შედგა, მაგიდების უმრავლესობა სრულად დაკეტილია. ტოპ მენეჯმენტი ავალებს საშუალო რგოლის მენეჯმენტს, რომ ბავშვების ფორმები ჩაიცვან და რამდენიმე მაგიდაზე თამაში წაიყვანონ. თუმცა ესეც რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცი, ვერ შეძლებენ. გაფიცვა იქნება უვადო დღისითაც და ღამითაც, მანამ სანამ, დასაქმებულთა შრომის უფლებები არ გაუმჯობესდება.

შიდა მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა. უბრალოდ, დღეს მოვედით და დაგვახვედრეს რკინის ჯებირები. ეს ჯებირები ჩემთვის ყოველთვის მარცხთან ასოცირდება. ეს არის პროვოკაციული, თითქოს შიგნით ვაპირებთ შევარდნას. ამასთან, დაცვის სამსახური დაგვახვედრეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აგებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

სამი დღის წინანდელი მონაცემებით, 4 621 ადამიანია გაფიცული და მათი რაოდენობა იზრდება“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ცნობისათვის, ონლაინ-მედია „მაუწყებლის“ პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „ევოლუშენ ჯორჯიას“ კომპანიის მენეჯერები დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენდნენ დასაქმებულებისადმი.

„მაუწყებლის“ ცნობით, მენეჯერების „ჩატის“ მიმოწერები მათ ანონიმურად მიაწოდეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ევოლუშენ ჯორჯიაც“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და უმკაცრესი ზომები მიიღონ".

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს