რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება - პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს

საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება - პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს, - ასე ეხმაურება ახალი ავტომობილების შეძენაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

გოცირიძის ინფორმაციით, 83 წევრისგან შემდგარ უმრავლესობას 44 პერსონალური მანქანა ემსახურება. მისივე თქმით, ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქციას, „ნაციონალურ მოძრაობას” 2 ავტომობილი ემსახურება.

„ავტომობილები ცვდება და მათი გამოცვლა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ყოველგვარ ზნეობრივ თუ ფინანსურ ლოგიკასაა მოკლებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბრის თვიდან პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი ორმაგდება და იგი 8 ათასი ლარი ხდება, ხოლო თანამდებობების მქონე დეპუტატების ხელფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ზოგ შემთხვევაში 10 ათას ლარსაც კი აჭარბებს.

პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს. ასეა ყველ სამინისტროში და სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს მით უფრო მიუღებელია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის მეოთხედი სიღატაკის გამო ან სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებს ან მისი მიღების რიგში დგას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს