თამარ კორძაია - „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ევროკავშირთან ჩვენი დაშორების გზას

მიუხედავად ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები აკეთებდნენ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას, რასაც თავისი შედეგი მოჰყვა და ბუნებრივია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ისინი მხარდაჭერას შეაჩერებენ, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დასავლეთს დააშორა, რასაც, მისივე შეფასებით, შედეგები უკვე მოჰყვა.

„მიუხედავად ძალიან ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირი, ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები აკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, მის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა, ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას.

რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა თავისი შედეგი და ბუნებრივია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეაჩერებენ მხარდაჭერას, რადგან ცალსახა და ნათელია - მათ არ აქვთ უტყუარი განცდა იმისა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში.

ისინი საკუთარი მოქალაქეების წინაშეც გრძნობენ ვალდებულებას, რომ იმ სახელმწიფოების ფული არ გაანიავონ კორუფციული ხელისუფლების პირობებში, რომლებსაც თვითონ წარმოადგენენ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს