თამარ კორძაია - „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონი მოძალადეთა შეწყალებას ითვალისწინებს - რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება

ეს პროექტი ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად - დიმიტრი ჩიქოვანი, ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა, თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული და რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონი მოძალადეთა შეწყალებას ითვალისწინებს.

„ბუნებრივია, ჩვენ სხვა არგუმენტები გვაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. იმიტომ, რომ საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა, რომელსაც მე ხელი მოვაწერე. თუ სურთ ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც რეგისტრირებულია.

ეს პროექტი კი პირიქით, ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად - დიმიტრი ჩიქოვანი, ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა ადამიანის, სახელი და გვარი შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული და რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს