ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებზე დარტყმები არის არა რიტორიკა, არამედ გეგმა - თუ გვინდა, რომ რუკაზე იყოს უკრაინა და არა გვყავდეს პუტინი, რომელიც თავს ესხმის პლანეტის ნახევარს, უნდა გადავდგათ ძალიან სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები

თავდასხმები რუსეთის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და გამოიყენება უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისკენ რაკეტების გასაშვებად, არის არა რიტორიკა, არამედ გეგმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“თუ ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ, თუ მე მინდა გავიმარჯვოთ, თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ იგი, უნდა მოვხსნათ ყველა შეზღუდვა. ვესაუბრე პარტნიორებს, გაერთიანებული სამეფოს ლიდერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს და მე დავაყენებ ამ თემას ძალიან კონკრეტული ფაქტებით. ვიცით, სად იმყოფებიან, ვიცით, რომელი სამხედრო ბაზიდან გვესხმიან თავს და თუ ისინი დაგვესხნენ თავს და საავადმყოფოში ჩვენი ბავშვები დახოცეს, გიჟური კითხვაა, რატომ არ შეგვიძლია ვუპასუხოთ და თავს დავესხათ განსაკუთრებით ამ ადამიანებს, ამ სამხედრო ბაზებს, საიდანაც ეს მართვადი ბომბები თვითმფრინავებიდან თუ სარაკეტო გამშვებებიდან მოვიდა, დაგვიმიზნეს და დახოცეს ჩვენი შვილები. ასე რომ, ეს ჩემთვის არის არა რიტორიკა, არამედ რეალური გეგმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს არის მთელი უკრაინული ერის გეგმა.

„ჩვენ ველოდებით ჩვენს მოკავშირეებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები გაიგებენ ამ ყველაფერს. ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი გზავნილები დიდი ბრიტანეთის ლიდერისგან და იმედი მაქვს, რომ გვექნება, რომ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ რუკაზე იყოს უკრაინა და არა გვყავდეს პუტინი, რომელიც თავს ესხმის პლანეტის ნახევარს, უნდა გადავდგათ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები სწრაფი, ძალიან სწრაფი ნაბიჯები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს