17 ივლისს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების განხორციელების გამო, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

17 ივლისს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების განხორციელების გამო, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

„შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 17 ივლისის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დაბა სტეფანწმინდის, სიონის, ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს და ასევე შპს „სასტუმრო ყაზბეგს“. კერძოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: დაბა სტეფანწმინდა, გერგეთი, აჩხოტი, სნო, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა, ფანშეტი, არშასა და სოფელ გარბანს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში