დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი პრინციპია, შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ - არჩევნებია აშშ-შიც და საქართველოშიც და რეალურად, გადატვირთვა სწორედ არჩევნების შემდეგ დაიწყება

ჩვენი პრინციპი არის, რომ შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ - გრძელი გზა იქნება რამდენიმე თვით დაგრძელებული გზა, რამეთუ არჩევნები არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც და რეალურად, გადატვირთვა სწორედ არჩევნების შემდეგ დაიწყება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა განცხადებებიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გაკეთდა, არის წინასაარჩევნო მანიპულაცია რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, 26 ოქტომბერს ოპოზიციის დესტრუქცია დასრულდება და გადატვირთვის რეჟიმი სწორედ ამ პერიოდიდან ჩაირთვება.

"ჩვენი პრინციპი არის, რომ შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ, იმიტომ რომ მშვიდობას, მით უმეტეს, ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. გრძელი გზა იქნება რამდენიმე თვით დაგრძელებული გზა, რამეთუ არჩევნები არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც და რეალურად, გადატვირთვა დაიწყება სწორედ არჩევნების შემდეგ, რა დროსაც ხელისუფლებას ისევ მისცემს საზოგადოება ლეგიტიმაციას. ამის ყველა ნიშანი არსებობს, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა და ამიტომ არის რომ ამ წინასწარი პროგნოზების შემხედვარე გააქტიურებულა გარე ძალები და უიმედო ოპოზიციას გარედან ეხმარებიან, რომ რამენაირად იქნებ მეტი შევიდნენ პარლამენტში, ვიდრე მათ შეუძლიათ," - განაცხადა ხუნდაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს