საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება პოლონური უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

სტუ-ის ინფორმაციით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე ოფიციალური ცნობა და დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა რექტორმა დავით გურგენიძემ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორისგან, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკისგან მიიღო.

როგორც ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კშიშტოფ კოვალჩიკი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს საპატიო დოქტორის წოდება პოლონურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი კვლევითი თანამშრომლობისა და დიდი დამსახურებისთვის, ასევე, მექანიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მეცნიერების განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

„ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტების სახელით, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით, თქვენ მოგენიჭათ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ძვირფასო კოლეგა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორო, გთხოვთ, მიიღოთ ეს წოდება, როგორც მადლიერების გამოხატვა ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან იმ დიდი დამსახურებისთვის, რაც დაკავშირებულია ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან მრავალწლიან ნაყოფიერ კვლევით თანამშრომლობასა და მექანიკის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით მეცნიერების განვითარებაში შეტანილ სოლიდურ წვლილთან.

ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატისა და ჩემი სახელით, გთხოვთ, ოფიციალურად მიიღოთ მოწვევა და კოლეგებთან ერთად დაესწროთ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა, პირადად გადმოგცეთ საპატიო ჯილდო და თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს ღირსსახსოვარი დღე“, - ნათქვამია ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა რექტორის, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია 2024 წლის ნოემბერში, ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კონგრესის ცენტრში გაიმართება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს