Politico - უკრაინაში ომი წლის ბოლომდე ჩიხში დარჩება

უკრაინული ძალები ამერიკული და ევროპული იარაღით გაძლიერდა და ფრონტზე სიტუაცია გაათანაბრა, თუმცა ფრონტზე სიტუაცია ჩიხს უახლოვდება, - ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა ნატო-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეფასებით, ზამთარში რუსეთის უპირატესობა არტილერიის კუთხით 20-1 იყო რუსეთის სასარგებლოდ, დღეს კი 5:1-მდე შემცირდა.

„ამ კვირაში გამართულმა ნატო-ს სამიტმა შექმნა ალიანსის ახალი სარდლობა გერმანიაში, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში იარაღის ნაკადს და უზრუნველყოფს დაპირებული იარაღის უფრო სწრაფ მიწოდებას. ალიანსი ასევე განათავსებს ელჩს კიევში, რაც ქვეყანას ნატო-ს ქოლგის ქვეშ მიაახლოებს, თუნდაც ოფიციალური წევრობის გარეშე“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ჩეხეთის ინიციატივამ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ მესამე ქვეყნებიდან საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე ნაყოფი გამოიღო : ყოველთვიურად 50 000 ჭურვი ჩამოდის და წლის ბოლომდე მოსალოდნელია, დაახლოებით, 500 000 ჭურვი.

„უკრაინა გააგრძელებს დასავლეთისგან იმ მარაგებისა და იარაღის მიღებას, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება. ვფიქრობ, მათ მოახერხეს ფრონტის სტაბილიზაცია, მაგრამ, ცხადია, ომი ამ წლის ბოლომდე ჩიხში დარჩება - სწორედ ამას ველით“,- აღნიშნა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს