გიორგი ტყემალაძე - განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს

განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ ქართველ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული და დაუვიწყარი იყო.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაუსახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს.

„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შემდგომ არ მქონია საშუალება საჯაროდ მადლობა გადამეხადა ქართველი ფეხბურთელებისთვის. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თბილისის საკრებულოს სხდომა ამ ისტორიული მიღწევის აღნიშვნით გავხსნა. მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი იყო საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა ბიჭებმა შესაშური გუნდურობით, შემართებით, ღირსებითა და თავდადებით ისტორიული შედეგი დადეს. მადლობა მათ, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ქართველ გულშემატკივრებს, ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ქართული ფეხბურთის ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის ასეთ წარმატებასა და აღიარებაში; მადლობა იმ სიხარულისა და სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა გულშემატკივარს მოგვანიჭეს. განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის