ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლეებისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე, გადასხმების რაოდენობა იზრდება

ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის, საჭიროებიდან გამომდინარე, ინფუზიების (გადასხმების) რაოდენობა იზრდება.

ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომლის თანახმად, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, 18 ინფუზიამდე დაუფინანსდებათ. აქამდე ქვეპროგრამით 14 გადასხმა ფინანსდებოდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, კიბოს ნაციონალური ყოვლისმომცველი ქსელის, (NCCN) - PMC - NCBI-ის, 2024 წლის გაიდლაინის მიხედვით, ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისას პერჯეტა + ჰერცეპტინის (ფესგოს) სტანდარტი წარმოადგენს 21-დღიანი ციკლებით მკურნალობას 1 წლის განმავლობაში, რაც 18 ციკლს/ინფუზიას შეადგენს. შესაბამისად, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს შესაძლებლობა ექნებათ უახლესი გაიდლაინებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად 18 ინფუზია მიიღონ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს