„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეები - ზაზა გოგავა და  იგორ ნარმანია წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეები - ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი.

„მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისათვის. მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის. იგორი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა საპროტესტო მოძრაობის დროს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დააკავეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ის ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეამაყება, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამავე პრინციპით, მივიღე ასევე ინსტიტუციური გადაწყვეტილება და ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციას, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რა როლსაც მე ვიკავებდი ჯერ კიდევ 2017 წლიდან, რაც ძალიან მეამაყება. მათ მიერ შერჩეული კანდიდატი ასევე დაიკავებს ჩემი მოადგილის პოზიციას. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, გააუქმეს ქალთა კვოტირება, დევნის პარლამენტიდან, დევნის ეკონომიკიდან და დევნის ქვეყნიდან, როცა იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70 პროცენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ქალია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში, ამიტომ ჩემი ინიციატივით ასევე შევიტანეთ ცვლილება პარტიის წესდებაში, რომლის მიხედვითაც მინიმუმ 30 პროცენტი პარტიული საარჩევნო სიების დაკომპლექტებული იქნება სწორედ ქალებით. მჯერა, ჩვენი დღევანდელი ინიციატივები გააგრძელებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, რათა ერთიანობით გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ზაზას, იგორს მათი ბრძოლისთვის, მათი შემართებისთვის, ერთიანობისთვის და ასევე ველი დასახელებას ქალთა ორგანიზაციიდან ადამიანის, რომელიც ასევე დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის როლს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა