მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და შედეგებს.

ხაზი გაესვა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების და მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს