ხათუნა ლაგაზიძე -  ჩვენი მთავარი მიზანია, 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში - მივიდეს საარჩევნო უბნებთან და გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, არ დაიკარგოს ხმა - არ დარჩება სფერო, რომელსაც არ მოვიცავთ და საიდანაც არ გვეყოლება ევროპის ელჩები, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მოძრაობის ხელშეწყობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ავტორიტეტული ადამიანები საქართველოს რეგიონებში ივლიან და საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.

„გუშინ ამ მოძრაობაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ცოცხალი ოქროს ფონდი. ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნეში ქმნიან ამ ერის კულტურას, ხელოვნებას, მეცნიერებას, ღირსებას და სამოქალაქო სიმამაცესაც.

სხვა წინამორბედი ორგანიზაციებისგან იმით განსხვავდება, რომ რეალურად ჩვენ ვართ ქსელი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სამოქალაქო აქტივობებს გააერთიანებს. როცა დავიწყე ამ სამოქალაქო მოძრაობაზე ფიქრი და როცა ვხვდებოდით ინტენსიურად, აღმოვაჩინეთ, რომ დღეს საქართველოს საზოგადოება არის გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანი და თვითორგანიზებადი, ვიდრე მთელი წინა 30 წლის განმავლობაში. მაგალითად, გამომცემლები მზად არიან, რომ პოეტები და მწერლები გაიყვანონ რეგიონებში და საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ თავისი ხარჯით. ასევე, ექიმების უზარმაზარი არმია, 400 კაცამდე, მზად არის რომ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. როდისმე მსგავსი რამ გსმენიათ? ფაქტობრივად მთელი საზოგადოება ფეხზე დგას.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, არ დაიკარგოს ხმა. მივიდეს საარჩევნო უბნებთან და გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს დამოუკიდებლობა და საკუთარი უსაფრთხოება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს