თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, რათა ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის რეგიონულ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან და „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად კახეთში, წნორში მოსახლეობას ხვდებიან.

„დღეს გვაქვს ორი შეხვედრა წნორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენი ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ამისთვის აუცილებელია აქტიურობა, ძალიან აქტიური კამპანია, რომლის სტარტიც ჩვენ ერთიანობის ფარგლებში დავაანონსეთ და ახლა, რა თქმა უნდა, მთავარია რომ ხალხის ჩართულობით, მათი პრობლემების გაზიარებით, ერთობლივად გადაჭრის გზებზე მსჯელობით და ცვლილებების მოტანით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის