გიორგი ვაშაძე - სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან - გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს

სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან - გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კახეთში, წნორის ცენტრალურ სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ოპოზიციური პარტიების ერთიანობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ერთიანობა არის რაც გაგვიყვანს ამ ძნელბედობის ჟამს და გადაარჩენს საქართველოს. ხელი უნდა ჩამოვართვათ ერთმანეთს, ერთად დავდგეთ, შევაბიჯოთ ევროკავშირში, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, რაც კახეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი- სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება საქართველოსთან მიმართებით, ალბათ, ყველაზე მძიმე კოშმარულ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა, მაგრამ გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.

კახეთი არის მაგალითი მათი მატყუარა სახის და ამ ტყუილებს უნდა დავუსვათ წერტილი 26 ოქტომბერს. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ერთიანობის ბლოკი შევქმენით. აქ არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, გია ჯაფარიძე არის ჩვენთან ერთად, ლაშა ბაქრაძე. ჩვენ წავედით ცოტა სხვა გზით. ხალხი რასაც ითხოვს, რომ საინტერესო ადამიანები შემოგვიერთდნენ, ამ ადამიანებისთვის გავხსნათ პლატფორმა. ჩვენთან მეტ საინტერესო ადამიანს იხილავთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათაც ვუსურვებ წარმატებას, მეტ გაერთიანებას და მეტ კონსოლიდაციას ვუსურვებ. ჩვენ დიდი ერთიანობის მომხრე ვართ, სამწუხაროდ, სხვებმა, ობიექტურად, შესაძლოა, გადაწყვიტეს, რომ ცალკე უნდა ჩამოაყალიბონ და მათ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ საბოლოოდ, დიდ გამარჯვებაში ერთად ვიქნებით. ერთიანობის იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების მთავარი მექანიზმი არის ერთიანობაში ზუსტად.

დღე არ გავა, უმაღლესი რანგის დელეგაცია არ ჩამოვიდეს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. რატომ ჩამოდიან ასე ინტენსიურად?! იმიტომ, რომ ხედავენ, რომ გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის ერთიანობა. მიზანია ერთია, ერთიანობით საქართველომ გაიმარჯვოს და სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე