ირაკლი კუპრაძე - გაერთიანებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან - „ლელოს“ პრეზენტაციაზე გამოვლინდება ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ლელოს“ ექნება პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდებიან ის პოლიტიკური პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს.

„ლელოს“ ექნება კონკრეტული პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდება ის შემადგენლობა, პოლიტიკურ პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. ეს ეხება არამხოლოდ აქამდე გაჟღერებულ პარტიების, თუ მათი ხელმძღვანელების სახელსა და გვარებს, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. მათ შორის, კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. კომუნიკაცია, მეგობრული, კოლეგიალური კონსულტაცია გვაქვს ანა დოლიძესთან და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ "პალიტრანიუსთან" საუბრისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს