პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თუშეთში „მთის დღეები 2024"-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს", „თუშეთობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თუშეთში განაცხადა, სადაც „მთის დღეები 2024"-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „თუშეთობა" მიულოცა.

„მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს", „თუშეთობას". ყველას მივულოცე „თუშეთობა", აქაურობა არის ულამაზესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეს და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების აღნიშვნა, რაც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები" იმართება.

„ფესტივალს დღეს თუშეთი, ხევსურეთი, მესტია და ყაზბეგი მასპინძლობს; 20 ივლისს კი ღონისძიებები ბახმაროში, გორდში, გოდერძისა და ცაგერში გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასში და მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება