ლევან დავითაშვილი - მთის დღეები მთის კულტურის და შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა

წლებია, ყოველ ივლისს საქართველოში მთის დღეები ტარდება, რაც მთის კულტურის და მთის შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა. ამ პერიოდში როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრებები მთებს სტუმრობენ. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილია მთიანი რეგიონებია და ამ უნიკალური კულტურის აღმოჩენა, აქაური ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელი თუშეთში „მთის დღეები 2024“-ის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთა არის განსაკუთრებული და ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმზიდველობა, რაც საქართველოს გააჩნია, ქვეყნის მთიანი რეგიონების უნიკალური ტრადიციები და კულტურაა, რომელთა გაცნობისთვისაც დღის დღეები კარგი შესაძლებლობაა. ამიტომ, მისი თქმით, ეს ტრადიცია გაგრძელდება ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი საქართველოს უნიკალურ ბუნებაზე, რომელიც ძირითადად დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რეგიონებში ეკოტურისტული სერვისებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია, რისი გაცნობის შესაძლებლობასაც მთის დღეები იძლევა.

„მთის დღეების" ფარგლებში, თუშეთში ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისეთ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვ. თუშეთის გარდა, მთის დღეები სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც გაიმართება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია