არჩილ გორდულაძე - ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, რეზიდენტს უწოდებდნენ, აღმოჩნდა, რომ შეიწყალა - ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და იგი უნდა ასრულებდეს გარე ძალების მიერ მიღებულ დავალებებს

განსხვავებულია მსჯავრდადებულების მიმართ დამოკიდებულება, ვიდრე ეს იყო 2003-2012 წლებში. იცით, როგორი დამოკიდებულება იყო, როგორ საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება ადამიანებს, რამდენი პრობაციონერი, რამდენი მსჯავრდადებული იყო ამ ქვეყანაში და ზოგადად, რა ვითარება იყო ამ დროს. ალბათ, ჰიტლერს და გებელსს თვალზე ცრემლი მოადგებოდათ და სიამაყით აღნიშნავდნენ, ისეთი ქვეყანა ააშენეს მიხეილ სააკაშვილის დამქაშებმა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, თუმცა, როგორც გორდულაძე ამბობს, ხელისუფლება განვითარების სხვადასხვა საშუალებას კვლავ ეძებს და ერთ-ერთი მათგანია ამნისტია.

"2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ არსებობს განვითარების და სრულყოფის საშუალებები, ერთ-ერთი ნაბიჯია ამნისტია“, - აღნიშნა გორდულაძემ.

გარდა ამისა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ მის მიერ იმ ადამიანების შეწყალება, ვინც მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა, სავარაუდოდ, გარე ძალების მიერ მიღებული დავალების ნაწილია.

"რაც შეეხება პრეზიდენტს, ცალე საკითხია, რა ადამიანებს და რა კონტექსტიდან გამომდინარე იწყალებს. ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ადამიანები რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე შეიწყალა. გვაქვს გონივრული ეჭვი ჩვენც და საზოგადოებასაც, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და იგი უნდა ასრულებდეს გარე ძალების მიერ მიღებულ დავალებებს, არამხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ მათ შორის“, - განაცხადა გორდულაძემ „იმედის“ ეთერში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის