"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტი - დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია

დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის (RNC) ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ის მოუთმენლად ელის, რომ შემოგიერთდეთ მილუოკიში. ის გააგრძელებს თავისი ხედვის - "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი" - გაზიარებას“, - ნათქვამია ტრამპის საარჩევნო კამპანიისა და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, მანამდე, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე - Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!"- წერს ტრამპი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა